საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ
ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ შეცვლილა და
კვლავ 2324-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 5413 მოქალაქე იმყოფება,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში- 869
ქვეყანაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები