ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი
პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ
ეტაპზე კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
" 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7
გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ", - ამბობს
მაღლაფერიძე.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის
53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები