ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში
კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა.
ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ. კლინიკაში ახალი
პაცინტები ჯერ არ მიუღიათ.
სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე
მკურნალობას 52 პაციენტი აგრძელებს, აქედან ორის მდგომარეონა
მძიმეა.
ახალ იფექციურ საავადმოფოში
კორონავირუსი ჯამში 97-მა პაციენტმა
დაამარცხა.
ქუთაისში, ჯამში, კორონავირუსის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის
294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსის
5254 შემთხვევაა დადასტურებული.
აქედან
1906 გამოჯანმრთელდა, 28
პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის
რეჟიმშია 5674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ კი 836 პირი იმყოფება.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
მასალის გამოყენების პირობები