კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 294 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში ვირუსის 5254 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1906 გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5674  ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ვირუსის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


Print