საქართველოში, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
ქვეყანაში ვირუსის
5254
შემთხვევაა დადასტურებული. აქედან
1906 გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი
იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს
გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის
გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები