ქუთისში,კლინიკა ,,ბომონდის" კოვიდცენტრში,
კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ ვირუსზე უარყოფითი პასუხი
აჩვენა. 36 კვირის ორსული სამეგრელოდანაა და სამედიცინო
დაწესებულებას დღეს დატოვებს.
ამ დროისთვის კლინიკა ,,ბომონდში" კორონავირუსზე
მკურნალობას 12 ორსული პაციენტი აგრძელებს.
ჯამში კი სამედიცინო დაწესებულებაში დასტურებული
კოვიდ-19-ით 94 პაციენტია მოთავსებული.
კლინიკის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს
ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე
იმყოფება, ხოლო ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმდევი
დაავადებების გათვალისწინებით, მძიმედ ფასდება.
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 294
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 5254
გახდა.
გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი და ვირუსისგან
განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1906-ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5674
ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი
იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით 28
ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
მასალის გამოყენების პირობები