ბოლო 24 საათში, საქართველოში,
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.
ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 4399 ადამიანს
დაუდასტურდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი 62-მა
ადამიანმა დაამარცხა, ჯამში მათი რიცხვი 1705-ს
შეადგენს.
ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას
უკავშირდება, თბილისში - 34, იმერეთში - 22,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, გორში, მარნეულსა და მცხეთაში -
1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო
კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები