საქართველოში კორონავირუსის 182
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
3119 -ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 -ით
გაიზარდა და 1435 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები