ქუთაისში კორონავირუსზე უფასო ტესტები აღარ
გაკეთდება.
საველე ლაბორატორიამ დღეიდან მუშაობა შეწყვიტა. ადგილობრივი
ხელისუფლება კარვის დახურვას ე.წ. პედაგოგებისა და აჭარის კლასტერის
სრულად გამოკვლევით ხსნის.
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ყველა კონტაქტი
დადგენილია და საველე ლაბორატორიის არსებობა ამ ეტაპზე საჭირო აღარ
არის.
ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ოთხი
დღის განმავლობაში
ტარდებოდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საველე ლაბორატორიაში
70 ტესტი გაკეთდა. ჯამში, კარავში 1000-მდე მოქალაქის
ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
ბოლო 24 საათში ქუთაისში ვირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. ყველა მათგანი 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებული
პედაგოგების კონტაქტებია.
მასალის გამოყენების პირობები