ქუთაისში საველე ლაბორატორიაში ბოლო
ერთი დღის განმავლობაში 1 132 ტესტი გაკეთდა.
გამოკვლეული ადამიანებიდან კორონავირუსი
10-ს დაუდასტურდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის
ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს
უკავშირდება.
"ტენდენცია მიდის კლებისკენ და ეს ძალიან
კარგია. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტების კვლევას, ტესტების ჩატარებას და
სხვა პრევენციულ ღონისძიებებს", - განაცხადა ზვიად
შალამბერიძემ.
ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში მდებარე
საველე ლაბორატორიაში კორონავირუსზე
პაციენტების გამოკვლევა დილიდან განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით
ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა,
31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის
11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები