საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1392 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ
ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ
1369 ადამიანს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
- 390. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები