ქუთაისის ცენტრში კორონავურსზე ტესტირების
ჩატარება მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.
საველე ლაბორატორია, ცენტრალურ ბაღში განთავსდა და იმ პირებს
შეუძლიათ მიმართონ, რომლებსაც უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან
კონტაქტი ჰქონდათ, ან ფიქრობენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომები აქვთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის განცხადებით, იმერეთში
ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 შემთხვევა
დაფიქსირდა.
"არის გარკვეული მატება შემთხვევების, რომელიც
არასასიამოვნოა, მაგრამ არა საგანგაშო. კონტაქტების ნაწილი უკვე
დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება. მიმდინარეობს დამატებითი
კვლევები."
მისი თქმით, არ გაზრდილა ,,ვენდისის" კლასტერი.
კვების ობიექტის თანამშრომლები თვითიზოლაციაში
იმყოფებიან.
საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა
და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი
გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა
გადმოყვანილი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო
კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
ავტორი: ანა
ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები