ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ერთი
თანამშრომელია ინფიცირებული.
მომხდარის
გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი
დაგვიანებით, 1 ოქტომბერს დაიწყება.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
სასწავლო დაწესებულებაში PSR ტესტირება თანამშრომლებს უკვე
ჩაუტარდათ.
,,დღეს, დღის ბოლოსთვის იქნება პირველადი
ტესტირების პასუხები. 20 სექტემბრისთვის განმეორებითი ტესტირების
შედგები გვეცოდინება. სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე გადადებულია პირველი
ოქტომბრისთვის", - ამბობს 32-ე საჯარო სკლის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ნათია ხაზარაძე.
ქუთაისის
32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელი კორონავირუსით ქუთაისის ახალ
ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ვირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომებით მან სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის
წევრებსაც.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები