ახალი ამბები
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5 107 ადამიანი დაჯარიმდა
FaceBook
საქართველოში პირბადის წესის გამოუყენებლობაზე  5 107 ადამიანი დაჯარიმებული.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს. 

უწყების ინფორმაციით,  პირბადის გამოუყენებლობაზე  პირები 12 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში დააჯარიმეს. მათ შორის ერთი არის იურიდიული პირი. 

სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ქვეყანაში დარღვევის 9884 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 4776 ფიზიკურ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

ფიზიკური პირი პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში 20 ლარით, ხოლო იურიდიული - 500 ლარით დაჯარიმდება.

პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ტრანსპორტში სავალდებულოა. თუმცა ამის მიუხედავად ქუთაისში მძღოლები და მგზავრებიც ამ წესს აღარ იცავენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა კანონი პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით.



ამავე თემაზე: 

მძღოლები და მგზავრები პირბადის გარეშე (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.