კორონავირუსი
სოციალური დისტანცია, ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება - განახლებული რეკომენდაციები სკოლებს
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, კორონავირუსის რისკის შემცირების მიზნით რეკომენდაციები გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით მთავრია სამი ძირითადი პუნქტის: სოციალური დისტანცია, ხელების ჰიგიენის დაცვა და პირბადეების გამოყენებაა.

ორგანიზაციის წევრების აზრით, სასურველი შედეგის მისაღწევად როგორც პირადი, ისე ადმინისტრაციული კონტროლის დაცვაა საჭირო.

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციამ, აღნიშნული რეკომენდაციის დასაცავად, მოსწავლეების ჯგუფების ერთმანეთთან აღრევას უნდა შეუშალოს ხელი, ასევე საკლასო ოთახის შესაბამისად მოწყობა და ხალხის თავშეყრის აკრძალვა არის საჭირო. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია შემდეგი პუნქტების შესრულება:

მოსწავლეები მცირერიცხოვან კლასებად უნდა დაიყონ, თითოეულ მათგანს კონკრეტული მასწავლებელი უნდა ჰყავდეს. ისინი გაკვეთილებს ერთსა და იმავე კლასში უნდა დაესწრონ. დაუშვებელია კლასების ერთმანეთთან არევა. გარდა ამისა, შესვენებისა და საკვების მიღების დრო მკაცრად უნდა იყოს გაწერილი.

შეზღუდონ კლასგარეშე აქტივობები, სხვადასხვა ვიზიტი, შეხვედრები და ღონისძიებები.

შეზღუდონ სკოლაში უცხო პირთა შესვლა.

საჭიროა ბავშვების სკოლაში მოყვანისა და წაყვანის პროტოკოლის შემუშავება.

მონიშნონ ტერიტორია, რომლის გადმოკვეთა მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გარდა არავის შეუძლია.

საჭიროა საკლასო ოთახების გადაკეთება. მერხები ერთმანეთს 2 მეტრით დააშორეთ. შესაძლებელია იატაკზე სპეციალური ნიშნულების გაკეთება.


ჯანმოს რეკომენდაციით ფიზიკური დისტანციის გაკონტროლება თანამშრომლებს დაევალება.

საჭიროა ისეთი თავშეყრის ადგილების დახურვა, როგორიცაა ბუფეტი, სპორტული დარბაზი და სათამაშო მოედანი.

მკაცრად გაწერეთ განრიგები, მაგალითად მოსწავლის სკოლაში მოყვანისა და წაყვანის, გაკვეთილისა და შესვენების დრო. ასევე საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ რა დროს ჩაუტარდება ამა თუ იმ კლასს გაკვეთილი.

ასევე, ჯანმო იძლევა საკლასო ოთახების ხშირად განიავების რეკომენდაციას.

ჯანმო სკოლებს, ყველა პირობის გათვალისწინებით, გაკვეთილების ჩატარებას სუფთა ჰაერზე ურჩევენ.

მოსწავლეებმა და სკოლაში დასაქმებულმა პირებმა, ხელების ჰიგიენა  დაწესებულებაში შესვლამდე და გამოსვლის წინ უნდა დაიცვან.

ჯანმო სკოლის ადმინისტაციას ურჩევს:

სკოლებმა შექმნან ხელის ჰიგიენის გრაფიკი, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პატარა ასაკის ბავშვებისთვის.

ყველგან გააკარან პლაკატები, სადა ხელების სწორად დამუშავების წესებია დატანილი.

სკოლები ხელების დასამუშავებელი საშუალებებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი.

მოსწავლეებმა და სკოლის პერსონალმა გამდინარე წყლითა და საპნით ხელების დაბანვა ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ.

სკოლებში ასევე სასურველი პირბადის ტარება.

რეკომენდაციების სიაში განსაკუთრებული ადგილი შენობის ვენტილაციას უჭირავს. ორგანიზაციის წევრების თქმით, ოთახის ხშირი განიავება ვირუსის გავრცელების საფრთხეს მკვეთრად ამცირებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სკოლებს დისტანციური სწავლების დაგეგმარებისკენ მოუწოდებს.რადგან განვითარება უცნობია, ამიტომ სასწავლო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი ონლაინ სწავლების გაგრძელებას შეფერხების გარეშე შეძლებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.