საქართველოში კორონავირუსის 25
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621
გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
აქვეყნებს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 292,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში
საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო
კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში
დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები