ახალი ამბები
პრემიერმა სამინისტროებსა და ადგილობრივ მთავრობას საერთო დავალება მისცა
FaceBook

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამის უწყებებს ეპიდემილოგების რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.


გახარიამ განცხადება გააკეთა მთავრობის სხდომის დაწყებამდე და თქვა, რომ ყველა უნდა შეეცადოს შენარჩუნებული იყოს ის წარმატება, რომელიც ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში აქვს მიღწეული.

"ჯანდაცვის და შს სამინისტროებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რომელიც დაწესებულია. პირველ რიგში ეს არის პირბადე დახურულ სივრცეებში და სოციალური დისტანცია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რაც ამ დრომდე გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი სამუშაო ადგილებისთვის და საერთოდ, ჩვენი წარმატებისთვის", - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში, 2 სექტემბერს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აღნიშნული რაოდენობა საქართველოში 16 აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, როცა 42 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.