საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 - ით გაიზარდა და
1068 - ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7718. კორონავირუსის შედეგად
ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ
გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა
დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 245.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები