საქართველოში კორონავირუსის შვიდი
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა
რიცხვიც.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 213 შემთხვევაა
დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 994.
კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 333.
COVID-19-სგან ჯამში 17 პაციენტი
გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში
2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო
მდგომარეობა ამოქმედდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის
პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი
გადამდებია.
მასალის გამოყენების პირობები