კორონავირუსი
ამირან გამყრელიძე - შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში
FaceBook
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ტრადიციულად, თუ ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში იყო 20 ადამიანი, სწავლის დაწყებისას ასე ვერ იქნება და შესაბამისი სტანდარტები მუშავდება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა რეგულაცია სწორად უნდა დაიგეგმოს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს.

"ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენა იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღინისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონაპანდემიის გამო სკოლებში სწავლება მარტიდან შეწყდა და მოსწავლეები  დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

განათლების მინისტრმა დღეს განმარტა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან სკოლებში დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.