4 თვიანი პაუზის შემდეგ,
საქართველოში შიდა ფრენები განახლდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს
აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ფრენები დღეიდან 24 ივლისიდან
რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის
აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით
შესრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა.
ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების
განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.
"შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება
მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის
მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც. მოლოდინი,
რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის არსებული
ინფორმაციით 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე
გაყიდული", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე
ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.
ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის
მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო
ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.
კორომავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ფრენები მარტიდან შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები