ქუთაისის მერია, პანდემიის გამო ქალაქის
ცენტრში არსებულ კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს იჯარის
გადასახადისგან ათავისუფლებს.
კერძო ბიზნესის მეპატრონეებს არც ნებართვა
დასჭირდებათ და ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად მერიისთვის მიმართვაც
აღარ იქნება აუცილებელი. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ქალაქის
ხელმძღვანელობას მეწარმეებთან აქვს, ეს ესკიზის
შეთანხმებაა.
ჯერჯერობით, შეღავათები მხოლოდ წმინდა ნინოს,
ცისფერყანწელებისა და პუშკინის ქუჩებზე არსებულ კვების დაწესებულებებს
შეეხება. რატომ აირჩია მერიამ პრიორიტეტად მხოლოდ სამი ქუჩა, ამაზე
მერიის ეკნომიკის სამსახურის უფროსი, მირზა მამასახლისი განმარტავს,
რომ პანდემიამდე ქალაქის ამ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ტურისტი
მოძრაობდა და შესაბამისად, ყველაზე მეტად ამ ქუჩებზე მომუშავე
ბიზნესმენები დაზარალდნენ.
"ვიდრე
კორონავირუსი იქნებოდა, ყველაზე მეტი დატვირთვა ამ ქუჩებზე იყო და
თავისთავად, ზარალიც ყველაზე მეტი იმ მეწარმეებმა მიიღეს, ვინც ამ
ქუჩებზე ოპერირებს. Ჯერჯერობით, ცენტრალური ქუჩებით დავიწყებთ და
შემდეგ გავზრდით მასშტაბებს. Ყველა საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა
ვერ მოხდება. Ეტაპობრივად ვცდილობთ შევხვდეთ სხვა მეწარმეებსაც", -
ამბობს მირზა მამასახლისი.
ბიზნესმენებისთვის შეღავათები მიმდინარე წლის ბოლომდე იმოქმედებს.
Გარდა ამისა, მეწარმეები სრულად თავისუფლდებიან დასუფთავების
გადასახადისგანაც.
ქუთაისში, ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ღია
ტიპის რესტორნებნა და კაფე-ბარებმა მუშაობა 31 მაისიდან
განაახლეს.
მასალის გამოყენების პირობები