დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე
მეთვალყურეობა მკაცრდება.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციები დაცული
უნდა იყოს ყველგან.
"სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე. ყველგან დაცული უნდა
იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა უნდა იყოს
პირბადით. მაღაზიაში თუ დახლთან პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა. უნდა
დაიცვან სოციალური დისტანცირება და ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელები
სანიტაიზერით. აუცილებელია ეს და ამაზე იქნება სერიოზული
მეთვალყურეობა შესაბამისი ჯარიმებით და შესაბამისი აღსრულებითი
ღონისძიებებით, რადგან ამ შედარებით მკაცრი ღონისძიებების გარეშე არის
რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს", - განაცხადა
გამყრელიძემ.
დღეს, 22 ივლისს ახალი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსრდა. შემთხვევების უმეტესობა გარდაბანს უკავშირდება.
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს,
რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გარდაბნის
მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტოს.
გამყრელიძის თქმით, თუ მათ
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების
საშუალება არ ექნებათ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ამ დასახლებების
ჩაკეტვა იქნება.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა,
31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის
11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი
გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21
იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის
გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები