საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით
გაიზარდა და 973 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა და 846 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31
მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები