კორონავირუსი
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას კარანტინს გაივლიან
FaceBook

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას გაივლიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს,

- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქლაქეებმა ასევე გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები.

"ამასთან, ევროკავშირის იმ 5 მიმართულებით, რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ "ლუფთანზასთან" შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ აგვისტოდან განხორციელდება კვირაში 2 რეისი. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორც "ეარფრენსთან", ასევე, "ეარბალტიკთან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით სპეციალურ რეისებს განახორციელებს ორი ავიაკომპანია, Wizzair-ი და Mywayairlines--ი. მისი თქმით, განრიგი კი ასეთია: 13 ივლისს განხორციელდება რეისი ვარშავაში; 15 ივლისს ბარსელონა; 17 ივლისს რომი; 22 ივლისს პარიზი; 28 ივლისს ათენი.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების ფასი, როგორც აქამდე, საქართველოს მოქლაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში განხორციელდება ერთჯერადად სპეციალური რეისი ყატარის დედაქლაქ დოჰადან, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ნარჩუნდება იგივე რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს მოქმედებს.

" საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ მოხდება, როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ასევე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, ამ ორ მთავარ პრიორიტეტს ეყრდნობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველო საზღვარს უპირობოდ ხუთ ქვეყანაში ხნის. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო ფრენები მარტიდან შეწყდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.