კორონავირუსი
პანდემიასთან დაკავშირებული რეკონდაციები კინოწარმოებისთვის
FaceBook

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კინოწარმოებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მიიღო.


დადგენილების მიხედვით, კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციებია, o უზრუნველყავით რისკების შეფასება და ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით

შესაბამისი ზომების მიღების ღონისძიებების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი;

ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს იხელმძღვანელეთ

ღონისძიებათა იერარქიის შესაბამისად (დანართი N1);

„შეიმუშავეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმა, ასევე შესაძლო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა;

მაქსიმალურად შეზღუდეთ კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული

აუცილებელი ლოკაციების გარდა (გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი,

სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;

კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე დააწესეთ

სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე(გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა);

გადასაღებ მოედანზე უზრუნველყავით სამედიცინო განათლების მქონე არანაკლებ 1 პირის

(ექიმი/ექთანი) ყოფნა, რომელსაც ექნება სათანადო ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით და მოახდენს კორონავირუსული ინფექციის შესაძლო შემთხვევებზე სათანადო რეაგირებას;

გამოყავით არანაკლებ ერთი პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე) რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;

მოახდინეთ კინოგადაღებაში ჩართული მსახიობების (მათ შორის დუბლიორები და მასიური სცენების მონაწილე პირები (აუცილებლობის შემთხვევაში)) და კინოგადაღებაში ჩართული პერსონალის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) კინოგადაღებების დაწყებამდე (იმ შემთხვევაში თუ კინოწარმოებაში ჩართულია უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი, საზღვრის კვეთის დროს ჩატარებული ტესტირების დოკუმენტაციის (რომლის ხანდაზმულობა არ აღემატება 72 საათს),წარმოდგენის შემთხვევაში მას კინოგადაღებების დაწყებამდე ტესტირება აღარ მოეთხოვება) და შემდგომ ყოველ მე-14 დღეს. გადასაღებ მოედანზე დაუშვით მხოლოდ კოვიდ-უარყოფითი შედეგის მქონე პირები;

მსახიობებს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე არსებული საკარანტინო წესების არსებობის შესახებ (შესაძლებელია აღნიშნულის კონტრაქტში ასახვა);

უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილების მიხედვით, თერმოსკრინინგის დროს, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ 112-ის ცხელ ხაზს და გაკეთდეს სათანადო შეტყობინება.

„თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

კინოწარმოების პროცესში შექმენით სამუშაო ჯგუფები, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და შესაძლებლობის ფარგლებში, შეამცირეთ სამუშაო ჯგუფის რაოდენობის ერთ სივრცეში კონცენტრაცია; შეამცირეთ ჯგუფის წევრთა ფიზიკური კონტაქტი და სამუშაო დრო (წარმოების ეტაპების გათვალისწინებით);

განსაზღვრეთ ჯგუფის წევრთა კონტაქტების წრე, ასევე ადმინისტრაციული ღონისძიებები დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეამციროთ თითოეული ჯგუფის წევრის კონტაქტების ოდენობა;

უზრუნველყავით მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა;

უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე, ასევე ყველა იმ სივრცეში, რომელიც გამოიყენება კინოწარმოების მიზნებიდან გამომდინარე სათანადო სივრცის შენარჩუნება (რეკომენდირებულია ყოველ 5მ2 ფართობზე 1 პირის დაშვება);

გადასაღები მოედნის, ასევე მოედნის ტერიტორიაზე არსებულ ან კინოწარმოებისათვის გამოსაყენებელი ყველა შენობის შესასვლელში, განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

გადაღების პროცესში ჩართული, ასევე გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა/მესამე პირები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: პირბადე; საჭიროების შემთვევაში ხელთათმანითა და სახის დამცავი ფარით. გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გაითვალისწინეთ არანაკლებ 4 პირბადე 12 საათიანი სამუშაო დღისთვის (გადასაღები). ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონტრაქტორებსაც; სადაც ეს შესაძლებელია, არ დაუშვათ სამუშაო/სამოქმედო სივრცეში გადამღები ჯგუფის ტექნიკური

პერსონალი/მესამე პირები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; მაქსიმალურად შეზღუდეთ გარეშე პირთა/ვიზიტორთა დაშვება გადასაღებ მოედანზე. თუ გადასაღებ

მოედანზე გარეშე პირების დასწრება გარდაუვალი და აუცილებელია (მაგ: არასრულწლოვანი მსახიობების მშობლები), მათ უნდა დაიცვან ყველა წესი, რაც მოქმედებს გადასაღებ მოედანზე, ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

უზრუნველყავით გამოყენებული ინვენტარის, რეკვიზიტების, ტექნიკის საშუალებების, და სხვა გამოყენებული აღჭურვილობის დადგენილი წესით წმენდა/დეზინფექციის კონტროლი;

უზრუნველყავით კოსტიუმების წმენდა/დეზინფექცია და დაუთოება შესაბამისი წესით. სცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდება კოსტიუმების რეცხვა (მაგ: დაფაქტურებული კოსტიუმები), მაშინ გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს კოსტიუმის შეფუთვა პლასტიკურ პარკში, რომელიც შეხებაში არ იქნება სხვა პირებთან, გარდა კონკრეტული მსახიობისა, ვისთვისაც არის განკუთვნილი; საგარდერობოში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია; გრიმიორის და თმის სტილისტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყავით მათი აღჭურვა ნიღბით, ხელთათმანებითა და სახის დამცავი ფარით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა (მაგ: თმაზე მუშაობის პროცესში), მაქსიმალურად ხშირად დაიმუშავეთ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით; კინოგადაღების სამუშაო/სამოქმედო სივრცეში მყოფი ყველა პირი უზრუნველყავით ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (შეუძლებლობის შემთხვევაში სავალდებულოა ხელის დამუშავება არანაკლებს 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით);

ყველა ის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოხვდეს კინოგადაღების პროცესში მონაწილე პირი, უზრუნველყავით არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.