საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით
გაიზარდა და 951 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ
ვებგვერდზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან
კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 828-ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 199 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები