დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გარდაცვლილია 82 წლის
მამაკაცი.
NCDC-ის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო,
მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. იგი უკანასკნელი ორი კვირა
ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე გახლდათ და ის
ქვეყანაში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან იყო შემოსული.
საქართველოში კორონავირუსის 924 დადასტურებული შემთხვევაა აქედან
გამოჯანმრთელდა 785.
კარანტინის რეჟიმში 2 819 პირი იმყოფება, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 230.
მასალის გამოყენების პირობები