ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლებზე მუშაობას ივლისის პირველი რიცხვებიდან განაახლებენ.
სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ნინო ჭოლაძე შეასრულებს. მასზე
მუშაობა პანდემიის გამოცხადებამდე მიმდინარეობდა.
თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის თქმით, ტექნიკური
სამუშაოების, მათ შორის დეკორაციების შექმნა დასრულებულია.
შემოქმედებით ჯგუფს სარეპეტიციო პროცესში რეკომენდაციების დაცვით
მუშაობა მოუწევთ. რაც ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციებთან
ერთად, ათ ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში შეკრებას
კრძალავს.
თეატრში აღნიშნავენ, რომ ამ რეკომენდაციების გამო სპექტაკლების
შერჩევის სხვა პოლიტიკას მიმართავენ და იმ ნაწარმოებებსზე გააკეთებენ
აქცენტს, სადაც ბევრი პერსონაჟი ა რ ფიგურირებს და
ხანგრძლივობაც არ აღემატება ორ საათს.
სპექტაკლით „თქვენო უდიდებულესობავ“ გახსნის ახალ სეზონს მესხიშვილის
თეატრი.
მასალის გამოყენების პირობები