რა საოჯახო აქტივობებზე ხარჯავდით მეტ დროს კარანტინში? – ამ საკითს ეხებოდა კვლევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა.
როგორც კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-მა ქალების ვალდებულებები
კიდევ უფრო გაზარდა.
კარანტინის დროს ქალების საქმიანობის ხუთეულში არსად აღინიშნება დასვენება როდესაც კაცების შემთხვევაში „დასვენება“ ხუთეულის ერთ- ერთი აქტივობაა.
ქალების საქმიანობა კარანტინის დროს - საჭმლის მომზადებას, დალაგებას,
საოჯახო საქმეების მართვას, ბავშვებზე ზრუნვას, ბავშვების სასწავლო
პროცესში ჩართვას უკავშირდებოდა.
მაშინ როცა, კაცების საქმიანობას შეადგენდა - საოჯახო საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა, ბავშვებთან თამაში.
გამოკითხული ქალები აღნიშნავენ, რომ კარანტინის პერიოდში საოჯახო
საქმე მოემატათ: 61% ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობს,
41% - დალაგებას, , 31% — საჭმლის კეთებას.
კვლევა ჩატარდა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული
თანასწორობისთვის საქართველოში" ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები