დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი
მუშაობას განაახლებს.
ამის შესახებ 7 მაისს, კორონავირუსთან
დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში
არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.
"საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა
შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის
სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება
მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ
როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს
მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის
შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად
ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან" , - აღნიშნა გახარიამ 7 მაისის
სხდომაზე.
პანდემიის გამო, საქართველოში არსებულ
სასტმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების
დაცვა მოუწევთ. სასტუმრეობს კი მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში
ეძლევათ, თუკი სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას
მიიღებენ.
საქართველოში ტურისტული სეზონი, რომელიც
დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ფრენებზე, პირველი ივლისიდან
ამოქმედდება, თუმცა, შეზღუდვა დაწესდება ტურისტებისთვის. ქვეყანაში
შემოსვლის მსურველებს, თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული
ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კორონავირუსის გამო, საქართველოში საერთაშორისო
ავია და სახმელეთო მიმოსვლა 18 მარტიდან აიკრძალა. 22 მაისამდე
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.
მასალის გამოყენების პირობები