საქართველოში კორონავირუსით მე-14-ე პაციენტი
გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი, 68
წლის მამაკაცია. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში
მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით,
პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი მართვით სუნთქვაზე
იმყოფებოდა. მამაკაცი კლინიკაში 4 აპრილს, სეფსისის ცენტრიდან
გადაიყვანეს. მას თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია
ჰქონდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა
რაოდენობა 851 - მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 703. კარანტინის
რეჟიმში იმყოფება 2795 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 252 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები