ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში,
კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი წყალტუბოს საკარანტინე
სივრციდან შეიყვანეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს
აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
კლინიკაში განმარტავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო
სიმძიმისაა.
იმერეთში კორონავირუსით
ინფიცირებული სულ ხუთი პაციენტია, ყველა ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის 837
შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა - 697, გარდაიცვალა - 13.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 213 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 303.
მასალის გამოყენების პირობები