ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში მკურნალობას, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აგრძელებს.
სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში,
სავარაუდოდ, კიდევ ერთ პაციენტს გაწერენ. მისთვის ტესტის ჩატარება
ხვალ, 11 ივნისს იგეგმება.
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ
სამი პაციენტია, სამივე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
მკურნალობს. ორი სატვირთოს მძღოლია, ხოლო მესამე საკარანტინე
სივრციდანაა შეყვანილი. კლინიკაში სულ 41 პაციენტი
გამოაჯანმრთელს.
8 პაციენტი გაეწერა საჩხერის სამედიცნო
ცენტრიდან.
10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა.
გამოჯანმრთელდა 690, გარდაიცვალა 13.
მასალის გამოყენების პირობები