იმერეთში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.
ინფიცირებული წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა და
ეროვნებით აზერბაიჯანელი. მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია
აქვს.
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული
სულ სამი პაციენტი მკურნალობს, სამივე ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოშია მოთავსებული. სამივე მათგანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული
809 შემთხვევაა, აქედან 674 გამოჯანმრთელდა
13 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია
2915, ხოლო სტაციონარში მეტვალყურების ქვეშ
237 პირი.
მასალის გამოყენების პირობები