ქალმა, რომელიც კორონავირუსზე
5 კვირა მკურნალობდა, ქუთაისის
ინფექციური საავადმყოფო დღეს, 3 ივნისს დატოვა.
გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დაინფიცირებისა და საავადმყოფოში
გატარებული დღეების შესახებ ქუთაისიპოსტს უამბო.
ლალი (სახელი შეცვლილია) თერჯოლის მუნიციპალიტეტ
სოფელ ღვანკითიდანაა. ჰყავს ორი შვილი. იგი თავად ექიმია და
ვარაუდობს, რომ სახლში, სწორედ მისი შვილებისგან დაინფიცირდა.
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კლინიკაში სამივე ერთად გადაიყვანეს. შვილები
მალევე გაწერეს, თავად კი საავადმყოფოში დარჩენა ხუთი კვირის
განმავლობაში მოუწია.
''სახლში მოხდა ჩემი დაინფიცირება, ჩემს ორ
შვილს გადატანილი ჰქონია და არ ვიცოდით. ისინი მეორე დღეს გაწერეს
კლინიკიდან და მე გამიგრძელდა მკურნალობა. თავიდან პნევმონიაც
მქონდა, მაგრამ 20 დღის შემდეგ არანაირი გართულება და არც სიპტომები,
რენტგენზე იყო მხოლოდ ცვლილებები. სხვებს თუ ხველა და სიცხე
ჰქონდა, ოცი დღის შემდეგ მე ყველა სიმპტომი მომეხსნა, მაგრამ რენტგენი
და ბიოლოგიური ნიმუში მაინც აჩვენებდა ვირუსს".
ამბობს, რომ შიშის განცდა მისი პროფესიის გამო
არ ჰქონია. ერთადერთი რისი გადატანაც გაუჭირდა, ოჯახის გარეშე ყოფნა
იყო.
"შიშის გრძნობა ამ დროის განმავლობაში არ
მქონია. ექიმი ვარ და ვიცოდი დავამარცხებდი ამ ვირუსს.
ამ დროის განმავლობაში ყველაზე
მეტად ოჯახი მენატრებოდა. ერთადერთი რაც მაწუხებდა, ერთ
სივრცეში ჩაკეტილობა იყო. რამდენიმე დღის წინ ჩამიტარდა ტესტი და
უარყოფოთი რომ ამოვიდა, ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ
ექიმები მუდამ ზრუნავდნენ ჩემზე, მალე მინდოდა კლინიკიდან წასვლა.
ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემს ოჯახს მალე დავუბრუნდები".
გამოჯანმრთელებული ქალბატონი, რომელიც
კორონავირუსზე 39 დღის განმავლობაში მკურნალობდა, ორკვირიან
თვითიზოლაციას გაივლის, შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნდება.
თერჯოლის სოფელ ღვანკითში, კორონავირუსით სულ 12 ადამიანი იყო
ინფიცირებული. ინფექციური საავადმყოფოდან 3 ივნისს გაწერილი ქალი ე.წ.
"ღვანკითის კლასტერიდან" ბოლო პაციენტი იყო. სოფელი ღვანკითი
კოორნავირუსის გავრცელების გამო 23 აპრილს ჩაიკეტა და 12 მაისს
გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები