ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში,
ქალბატონს, რომელიც 5 კვირის განმავლობაში მკურნალობდა,
კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ
ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიდა.
'' მალე ხელმეორე ტესტს ჩავუტარებთ, თუ მეორეც
უარყოფითი იქნება, პაციენტი გაეწერება''-, განმარტავენ
კლინიკაში. ინფექციურ
საავადმყოფოში კიდევ ორი ინფიცირებულია. ერთი მათგანისთვის
ვირუსზე შესამოწმებლად ტესტის გაკეთება უკვე დაგეგმილია.
იმერეთის რეგიონში სულ 4 ინფიცირებულია.
მეოთხე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის სამედიცინო
ცენტრში გადის. ცენტრის
დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, მისი კლინიკის პაციენტსაც
დღეს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა
დაფიქისრებული, აქედან 634 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია -2508, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
იმყოფება 300 პირი. უცხოეთიდან საქართველოს სამი მოქალაქეა
გადმოყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები