ერთი დღე-ღამის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
გამოჯამრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით
გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 796
დადასტურებული შემთხვევაა დაფიქისრებული, აქედან 634 გამოჯანმრთელდა,
12 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია -2508, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 300 პირი. უცხოეთიდან საქართველოს სამი
მოქალაქეა გადმოყვანილი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა
2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა, ის ირანიდან შემოსულ მამამკაცს
დაუფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა
და 22 მაისამდე გაგრძელდა, შეზღუდვების ნაწილი დღესაც
მოქმედებს. 8 ივნისიდან გაიხსნება დახურული ტიპის რესტორნები, 15
ივნისიდან კი განახლდება შიდა ტურიზმი.
მასალის გამოყენების პირობები