პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
მოქალაქეებს ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვირუსი ჯერ
არ დამარცხებულა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი
ტრანსპორტი ამუშავდა, ვირუსის გავრცელების რისკმა
მოიმატა.
" საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა და ყველა
სახის ბაზრობა არის გახსნილი, ეს იწვევს მოქალაქეების მობილობის
ზრდას, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის. ამიტომ,
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია.
საერთოდ, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება,
რადგან ეს არის გლობალური პანდემია. ჩვენი ამოცანაა ვირუსის
გავრცელების ეფექტური კონტროლი. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
წესების დაცვა, ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ვატაროთ ნიღაბი,
ვიქნებით ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშყრის ადგილებში. ეს არის
მარტივი და ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა",- განაცხადა
გიორგი გახარიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11
ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ვირუსის 794 დადასტურებული
შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი.
გარდაიცვალა 12.კარანტინის
რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301-
პირი. უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები