საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევები 11-ით გაიზარდა, თუმცა, უფრო მეტია
გამოჯანმრთელებული.
ბოლო 24
საათში ვირუსი კიდევ 19-მა ადამიანმა დაამარცხა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 794
დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 624
ადამიანი. გარდაიცვალა 12.
კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები