1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია
მაღაზია, მათ შორის მოლებიც.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის
ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
განაცხადა. მისი თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და
დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან კი აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე
გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის
სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი
ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, - განაცხადა
გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანებო მდგომაერობა 21
მარტიდან გამოცხადდა.
ამასთანავე, გიორგი გახარიამ დღეს ასევე თქვა, რომ 8 ივნისიდან
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გააგრძელებს მუშაობას, ხოლო პირველი
ივნისიდან, მაღაზიები, ბაზრობები (მათ შორის, მოლებიც) და ღია
რესტრორნები გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები