საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რვა ივნისიდან
გაანხლდება ყველა სახის მომსახურეობა
რესტორნებსა და სასტუმროებშიც. პირველი ივნისიდან გაიხსნება
და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.
“ეს ნაბიჯები პირველ რიგში მიღებულია ჩვენი მოქალაქეების
ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ მათი სოციალური და ეკონომიკური
ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი
პირობაა ამ ნაბიჯების შემდგომაც შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების
ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს, პირბადეების ტარებაა. საზოგადოებრივი
თავშეყრის ყველა ადგილზე თითოეულმა ჩვენგანმა პირბადე უნდა ატაროს,”-
განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის
ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 29
მარტს გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები