იმერეთის რეგიონში კოვიდინფექციით
ორი პაციენტი მკურნალობს. ერთი ქუთაისის ახალ ინფექციურში, ხოლო მეორე
საჩხერეს საავადყოფოში.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა
174 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს კორონავირუსზე. ყველა მათგანის
პასუხი კოვიდ უარყოფითია.
რაც შეეხება, რეგიონში საკარანტინე სივრცეებს, დღეის მონაცემებით,
იმერეთში კარანტინში 213 ადამიანი იმყოფება.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა,
აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით
გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები