საჩხერეში პაციენტი კორონავირუსით ხელმეორედ არ დაინფიცირებულა.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში საჩხერის სამედიცინო კლინიკის
ხელმძღვანელი, მიხეილ ქამუშაძე აცხადებს. ექიმის თქმით, მამაკაცს
შუალედურ ეტაპზე COVID-19-ზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა, თუმცა
განმეორებითი ანალიზების შედეგად მას ვირუსი ისევ
დაუდასტურდა.
"ამ ხნის განმავლობაში ის კარანტინში იმყოფებოდა, ანუ კონტაქტი
არავისთან ჰქონია. შესაბამისად, ვერ ვიტყვით იმას, რომ ის ხელახლა
დაინფიცირდა ვინმესგან", - ამბობს მიხეილ ქამუშაძე.
ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის თავიდან საირმის
საკარანტინე ზონაში იყო მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები