ქუთაისის ახალ ინფექციურში COVID-19-ით გამოჯანმრთელებული დღეს
კიდევ ერთ პაციენტს გაწერენ.
კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დღეიდან ერთი პაციენტი
დარჩება.
როგორც ინფექციურში აცხადებენ, მათთან ჯამში 39 დაინფიცირებული
გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის 707 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის
456 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.
კარანტინის რეჟიმში 3 914 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობისს
ქვეშ - 340.
მასალის გამოყენების პირობები