Პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ ბევრი რამ მოაკლო ჩვენს ორგანიზმს.
მათ შორის D ვიტამინი, რომელსაც მზისგან იღებს ადამიანი.
Ამ დანაკლისმა გააჩინა ბუნებრივი კითხვა - რით შეიძლება შეივსოს ამ
ვიტამინის დეფიციტი ორგანიზამში? - Ამ კუთხით რა რჩევების
გათვალისწინებაა საჭირო?
Როგორც ექიმი თეონა ხურციძე ამბობს, საკვებით ნაკლებად მარაგდება
ორგანიზმი D ვიტამინით. საჭირო ხდება სხვა საშუალების მიხმარება.
"ამ პერიოდში (იზოლაციაში) მზეზე სეირნობა განსაკუთრებულად ენატრება
ყველას. D ვიტამინი იზოლაციის გარეშეც აქტუალურია და ახლა
მითუმეტეს... ზოგადად, დაბალანსებული
საკვები რაციონიც კი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით D
ვიტამინის მიღებას, მითუმეტეს, რომ ძალზე მწირია ჩამონათვალი იმ
საკვები პროდუქტებისა, რომელიც შეიცავს D ვიტამინს. აქედან
გამომდინარე გაიდლაინები, რომლებიც ფოკუსირდება D
ვიტამინის ეფექტებზე, ასაკის, წონის, დაავადების სტატუსისა და
ეთნიკური კუთვნილების გათვალისწინებით რეკომენდაციას უწევს D
ვიტამინის პროფილაქტიკურ დოზის მიღებას 400 სე-დან 1000 სე-მდე დღეში.
ზაფხულის განმავლობაში კი, კანის მზით ინსოლაციის შემთხვევაში
საკმარისი დროით, შეგვიძლია D ვიტამინის დანამატი არ მივიღოთ.“
მასალის გამოყენების პირობები