საქართველოში კორონავირუსით
კიდევ ერთი, მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო
კლინიკაში მკურნალობდა. ის 81 წლის ქალია.
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 11 გამოჯამრთელდა. საქართველოში ამ
დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული,
აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები