19 დღიანი შეზღუდვის შემდეგ, ქუთაისში
გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.
5 მაისიდან მოსახლეობას ქალაქში შესვლა და
გასვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა, ჯერჯერობით არ მოხდება
ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად
შალამბერიძის თქმით, ქალაქის შესასვლელებთან კვლავ გაგრძელდება
მოსახლეობის თერმო სკრინიგი. ქალაქში ასევე მოქმედებს
კომენდანტის საათი.
ქუთაისთან ერთად შეზღუდვა მოიხსნა ბათუმშიც.
თბილისი და რუსთავი კი ისევ ჩაკეტილ ქალაქებად რჩება.
საგანგებო მდგომარეობის
მეორე ეტაპით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის ადრეული ეტაპის
დაწყება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა.
5 მაისიდან მუშაობის უფლება მიეცა
სამშენებლო კომპანიებს, ასევე, ნებადართულია სამშენებლო მასალების
წარმოება, მათი რეალიზაცია კი დაშვებუალია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის
ფორმით. დღეიდან გაიხსნება ავტოსამრეცხაოებიც და
ავტოსერვისებიც.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდომარეობა 22
მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. საღამოს 21 საათიდან დილის 6
საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. არ მუშაობს საზოგადოებრივი
ტრანსპორტი, დაკეტილია ყველა დაწესებულება, გარდა სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ობიექტებისა.
მასალის გამოყენების პირობები