ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე, მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები, ილოცონ სახლში და „გვირილობის“ დღესასწაულზეც სახლში დარჩნენ.
წელს, პირველად ქუთაისში ქალაქის ტრადიციული
დღესასწაული არ აღინიშნება.
2 მაისს, ქალაქში რამდენიმე მცირე მასშტაბის ღონისძიებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტში გამოყოფილ ხარჯებს,
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თანხა საჭიროების მიხედვით სხვადასხვა
პროგრამაზე გადანაწილდება.
ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად გვირილობის
დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული
ღონისძიებები იმართებოდა.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ
იხარჯებოდა.
მასალის გამოყენების პირობები