ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე, მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები, ილოცონ სახლში და „გვირილობის“ დღესასწაულზეც სახლში დარჩნენ.
ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით
ერთად ვიქნებით. ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან
დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის 12:00 საათზე ყველა
ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში
სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი
წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა
დაგლოცოთ“, – ნათქვამია მეუფის განცხადებაში.
წელს, პირველად ქუთაისში ქალაქის ტრადიციული
დღესასწაული არ აღინიშნება.
2 მაისს, ქალაქში რამდენიმე მცირე მასშტაბის ღონისძიებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტში გამოყოფილ ხარჯებს,
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თანხა საჭიროების მიხედვით სხვადასხვა
პროგრამაზე გადანაწილდება.
ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად გვირილობის
დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული
ღონისძიებები იმართებოდა.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ
იხარჯებოდა.
მასალის გამოყენების პირობები